განაცხადების მიღება ტრენინგისთვის

10 დეკემბერი 2018

გიწვევთ, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) მიერ ორგანიზებულ ორ დღიან  ტრენინგზე „საკონსტიტუციო სამართალწარმოება: თეორია და პრაქტიკული ასპექტები“.

 

ტრენინგები გაიმართება 19-20 დეკემბერს, ქუთაისში ადვოკატთა ასოციაციის ოფისში (მის:  ქუთაისი, ნოდარ დუმბაძის ქ. N8)

ტრენინგებს გაუძღვებიან საკონსტიტუციო სამართალწარმოების ექსპერტები, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელეთა წარმომადგენლობის კუთხით. კერძოდ:  საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.

 

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ მითითებული სარეგისტრაციო ფორმა 2018 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით.

ტრენინგი აკრედიტირებულია „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ სასწავლო ცენტრის მიერ (ტრენინგის გავლის და ტესტირების წარმატებით ჩაბარების  შემთხვევაში ადვოკატები მიიღებენ 10 კრედიტს).

 

ტრენინგის მიმდგინარეობისას და მის შემდგომ ადვოკატებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ უფასო კონსულტაცია სარჩელის მომზადებასა და სხვა კონსტიტუციურ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • > საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურა და უფლებამოსილებანი;
  • > საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი, განსჯადობა, საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრინციპები და საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილენი;
  • > საკონსტიტუციო სამართალწარმოების დაწყება და საქმეთა განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტა; საქმეთა დასაშვებობის კრიტერიუმები;
  • > ნორმატიული აქტის ცნება - საკანონმდებლო და სასამართლო განმარტება.
  • > საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილი სასამართლო სისტემაში; საერთო სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნა;
  • > მთავარი სხდომა და საქმის არსებითად განხილვისა და გადაწყვეტის წესი;
  • > საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული აქტები და მათი აღსრულების წესი. გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება.

 

დეტალური ინფორმაცია:

  • ტრენინგის ჩატარების დრო: 19-20 დეკემბერი, 2018 წელი
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი: ქუთაისი, ნოდარ დუმბაძის ქ. N8
  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2018 წლის 14 დეკემბერი.
  • ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.

 

ტრენინგისთვის შეირჩევა 25 მონაწილე.

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ელ.ფოსტა: info@gdi.ge;

Facebook: https://www.facebook.com/gdi.ge/

მობილური: 598823201- მარი კაპანაძე (პროექტის კოორდინატორი)

ტრენინგები ხორციელდება ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი